როცა გოგო ფანდურზე უკრავს, ანუ გარიგება კახურად

ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი სტუმრობა, ჩემს ძალიან ჩვეულებრივ ნათესავებთან. თუმცა საბოლოოდ მოვლენები ისე განვითარდა, რომ კინაღამ ცოლით და ნიშნობის ბეჭდით დავბრუნდი სახლში.

დედოფლისწყაროს რაიონში არის ერთი ჩვეულებრივი სოფელი, პირობითად სოფელი N-ი. მისთვის დამახასიათებელი ამბებით და მოსაწყენი ყოველდღიურობით. მისი მაცხოვრებლები კი ჩვეულებრივი კახელი გლეხები არიან.
მე “მარშუტკით” ვიმგზავრე, სადაც ერთობ პრივილეგირებული ადგილი (მძღოლის გვერდით) შემხვდა. როგორც წესი, ამ ადგილს დილიდანვე ჯავშნიან ხოლმე მძღოლის ნათესავები ან თანასოფლელები. “მარშუტკა” დაიძრა და მძღოლი მაგნიტოფონისკენ გაიწია. მალევე ყველასათვის კარგად ნაცნობი სიმღერების ნაკადი წამოვიდა. როცა სოფელს მივუახლოვდით, მძღოლმა ხელი წინ გაიშვირა და მკითხა:
-ხედავ ამ მთას?
-ვხედავ. ვუპასუხე მე.
-აბა მითხარი რას გაგონებს?!
-რავი, არაფერს.
-მწოლიარე ქალს არ გავს?
მე კიდევ ერთხელ გავხედე მთას, რომელზეც ის მელაპარაკებოდა.
-კი, მგონი გავს
ვუპასუხე მე, არადა წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სულ რაღაც რამდენიმე საათში, სიტყვა ქალის ხსენებაზე კონვულსიები დამეწყებოდა.
დაახლოებით ორი საათი ვიყავი გზაში. ნათესავები გარეთ მელოდნენ, მათსავე ჭიშკართან. მე ჩამოვედი “მარშუტკიდან”, მივესალმე და სახლში შევედით.
ეს არის ერთსართულიანი სახლი, დიდი ეზოთი და პატარა ბოსტანით.
როცა ერთმანეთის ამბები გამოვიკითხეთ და დარწმუნდნენ, რომ ყველანი ჯანმრთელები და ცოცხლები ვართ ოჯახში, დაიწყო შემდეგი ეტაპი, პურის ჭამის და ჩემი მომავლის გარჩევის ეტაპი. ოჯახის უფროსმა რამდენიმე კითხვა შემაპარა, იმასთან დაკავშირებით, ვაპირებ თუ არა დაოჯახებას და მყავს თუ არა საცოლე. მე ვუთარი, რომ საცოლე არ მყავს და შესაბამისად უახლოეს მომავალში არც დაოჯახებას ვაპირებ. შემდეგ მათ დაიწყეს საუბარი, თუ როგორ გაირყვნა ახალგაზრდობა ქალაქში და რამდენად ძნელია იქ ქალიშვილი გოგო იპოვნო, რომელზეც დაქორწინდები. ასე მივადექით მთავარ თემას, რამდენი პატიოსანი და კარგი გოგო დადის მათ სოფელში გაუთხოვარი, რომლებსაც შეძლებული მშობლები ჰყავთ. შეძლებული მშობლები ნიშნავს, რომ ისინი ფლობენ საქონელს, მიწებს და “ფირმა” მანქანას.
მათი თქმით, სოფლელი გოგოები კიდევ იმით ჯობიან ქალაქელ გოგოებს, რომ არიან კარგი მზარეულები და შრომა არ ეზარებათ. დილით მამლის ყივილზე იღვიძებენ და საქმის კეთებას იწყებენ. მე მაშინვე ქართული ფილმი “ქვევრი”გამახსენდა, სადაც ძალიან მსუქანი, კახელი ქალი, რომელიც სატვირთო მანქანას აწვება და რაც ყველაზე სასაცილოა ძრავს.
თუმცა სიტუაცია, რომელიც იქ დამხვდა ძალიან კომიკურია. საქმე იმაშია, რომ როცა ერთ კონკრეტულ ქვეყანაში, ან თუნდაც სოფელში მამაკაცები ქმნიან სტერეოტიპს, თუ როგორი უნდა იყოს ქალი, შესაბამისად ყველა ქალი ცდილობს გახდეს ამ სტერეოტიპის შესაბამისი, რადგან მათ გარშემო მხოლოდ ასეთი ქალები მოჰყავთ ცოლად და მხოლოდ ასეთები ითვლებიან წესიერ და ღირსეულ ადამიანებად, რომლებსაც “მომავალი” გააჩნიათ. მომავალი კი გულისხმობს გათხოვებას, შვილის გაჩენას და გემრიელი საჭმელების კეთებას. დანარჩენებს კი, რომლებიც ასე არ ცხოვრობენ, გამუდმებით ჭორავენ და ცივად და უხეშად ექცევიან. დანარჩენებში, იმ კატეგორიას ვგულისხმობ, რომლებსაც შუადღის თერთმეტ-თორმეტ საათამდე სძინავთ, მთელ დღეს სარკის წინ ატარებენ, “ამოღებულებს” იცვამენ და ბიჭებს ხელის გადახვევის უფლებას აძლევენ. ასეთები სოფელ N-ში არსებობენ და ამას მთელი სოფელი ტრაგედიად მიიჩნევს.
როგორც კი ჭამას მოვრჩით, ჭიშკარი გაიღო და ეზოში სარაფანაში და ჩუსტებში გამოწყობილი პუტკუნა გოგო გამოჩნდა. მას დიასახლისი მიეგება. აღმოჩნდა, რომ საცერის სათხოვნელად შემოიარა, რადგან “თავიანთი” მეზობელს ჰქონია გატანილი, არადა ძალიან სჭირდებოდა. მე მას შევხედე და დავიჭირე მისი მზერა, რომლითაც ის ჩემს შეთვალიერებას ცდილობდა. საცერი მისცეს და ის წავიდა. ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სცენა, არ აღმოჩნდა ჩვეულებრივი. როგორც კი გოგო წავიდა, მე ოჯახის უფროსი მომიბრუნდა და მკითხა: “როგორი გოგო იყო, არ მოგეწონა?” მე თავდაპირველად ღიმილით შევხედე და მხრები ავიჩეჩე. რამდენიმე წუთში მან კითხვა ისევ გამიმეორა.
“რას იტყვი, ხო კარქი გოგო იყო?” “მშვენიერი გოგოა, რას ერჩი?!” ვუთხარი მე და ზუსტად მანდ დამერხა. ათ წუთში უკვე ყველაფერი ვიცოდი ამ გოგოზე და მის ოჯახზე. აღმოჩნდა, რომ ეს გოგო დედისერთაა და ბინა, სადაც ცხოვრობენ მას უნდა დარჩეს. მამამისს გადანახული აქვს ფული იმისთვის, რომ როცა გათხოვდება, თბილისში უყიდოს ბინა. ჰყავთ ოპელი, საქონელი. არის ოცდაორი წლის, დაამთავრა ქ. თელავში არსებული სახელმწიფო ინსტიტუტი. ეხერხება კერვა და გემრიელად ამზადებს. ესეც შენი სრული ჩV ფოტოს გარეშე. მე პირადად ჭურჭლის მრეცხავადაც არ დავიქირავებდი Aასეთ გოგოს, ქორწინებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. არადა, საუბარი სწორედ აქეთკენ მიჰყავდათ ჩემს ნათესავებს.
ამ საუბრის შემდეგ, ოჯახის უფროსი ცოტა ხნით გავიდა. თუმცა მალევე დაბრუნდა. მანქანა გარეთ გამოიყვანა და დამიძახა. მე მანქანაში ჩავჯექი. ის მაშინვე დაიძრა. ჩვენ სამი წრე სოფელს ისე დავარტყით, რომ ხმა არცერთს არ ამოგვიღია. ბოლოს მან მითხრა, რომ ერთ ოჯახში ვართ დაპატიჟებული და იქ მივდივართ. მე ვუთხარი, რომ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ვინ იფიქრებდა, რომ საქმე აქამდე მივიდოდა.
ჩვენ ერთ-ერთ ჭიშკართან გავჩერდით. ეზოში შუახნის ცოლ-ქმარი გველოდებოდა, რომლებმაც სახლში შეგვიპატიჟეს. პირობითად ბ-ნი გ. და ქ-ნი ნ. სახლი ახალ შერემონტებულს ჰგავდა. ჩევენ ტახტზე დავსხედით. ქ-ნი ნ. სამზარეულოში გავიდა და ცარიელი თეფშებით დაბრუნდა. მას უკან მისი ქალიშვილი მოჰყვა დანა-ჩანგლებით ხელში. ეს ქალიშვილი არც მეტი არც ნაკლები იგივე გოგო იყო, რომელმაც დღეს საცერი ითხოვა ჩემი ნათესავებისგან. ამჯერად უკვე ”გამოსასვლელ” კაბაში გამოწყობილი, საფირმო კახური მაკიაჟით, რუმიანა, წენი და პომადა.
ბ-ნი გ. ისე მიყურებდა, სიმართლე გითხრათ, ცოტა შემეშინდა. არ ვიცოდი რაში გადაიზრდებოდა ეს სუფრა, რომელსაც საგულდაგულოდ ამზადებდნენ. ცოტა ხანში ქ-ნი ნ. მოგვიბრუნდა და გვითხრა, რომ შეგვიძლია დავსხდეთ და დავიწყოთ. დანარჩენი თანდათან დაგვეწევა. ჩვენ დავსხედით. დასაწყისი ისეთი იყო, როგორსაც ველოდი: მშვიდობა, ოჯახი, დედმამიშვილები, სალოცავები და ა.შ. შემდეგ ბ-ნი გ. წამოდგა და ჩემი სადღეგრძელო წამოიწყო, როგორც თბილისელი სტუმრის და კარგი ქართველის. ამ დროისთვის ქ-ნი ნ. და მისი ქალიშვილი უკვე სუფრასთან ისხდნენ. ახლადშემომატებულ საჭმელს ჯერ ისევ ორთქლი ასდიოდა. მე ავდექი და სამადლობელი მოვიხადე. ამის შემდეგ, ახალგაზრდების სადღეგრძელო დალიეს ჩემი და მათი ქალიშვილის თამადობით. მე უკვე მივხვდი საითაც მიდიოდა ეს ყველაფერი, თუმცა უკვე საკაიფოდ მთვრალი ვიყავი . ამის შემდეგ, ჩემი ნათესავი წამოდგა და ბ-ნ გ.-ს უთხრა, რომ დღეს მათ ქალიშვილს მოვკარი თვალი და ძალიან მომეწონა. მე ნათესავს ავხედე. ის სრული სერიოზულობით ამბობდა ამ სიტყვებს. შემდეგ ისიც დაამატა, რომ ჩვენი მოსვლის მთავარი მიზანი ისაა, რომ მე და მათმა ქალიშვილმა ერთმანეთი შევათვალიეროთ, გავიცნოთ და გადავწყვიტოთ გვინდა თუ არა ერთმანეთი. ეს სიტყვები, ზედმეტად ხმამაღალი და გაზვიადებული მომეჩვენა, მაგრამ გავატარე. მან ასევე მოუბოდიშა, რომ ამ წუთას ჩემი მშობლები აქ არ იმყოფებიან და ვერ მოვიდნენ. მათი ქალიშვილი თავდახრილი იჯდა და მსოფლიოში ყველაზე მორცხვი გოგოს “ობრაზს” ეძებდა. ამაზე ჩემი ნათესავები გამახსენდა, რომლებმაც გარიგებით შექმნეს ოჯახი. ალბათ მათი ცოლებიც, თავის დროზე ასე თავდახრილი და სახეგაწითლებულნი ისხდნენ. სამაგიეროდ ახლა მათ ქმრებს დანგრატი სჭირდებათ, დილით ლოგინიდან რომ აწიონ და ძროხის მოსაწველად გაუშვან ბოსელში.
ბ-ნი გ. ხან მე და ხან ჩემს ნათესავს უყურებდა. ამის შემდეგ ქ-ნი ნ. ალაპარაკდა:
“თუ მაგრეა საქმე, მოდი და დავტოვოთ ცოტა ხანს მარტონი, დაილაპარაკონ ერთმანეთის ამბები გამაიკითხონ და გადაწყვიტონ. თუ ბედია ხო კაი, თუ არა და ორივე თავის გზას ნახავს.”
ისინი ადგნენ და ოთახიდან გავიდნენ. მე მივხვდი, რომ სიტყვის თქმის შანსი ხელიდან გავუშვი. ახლა მხოლოდ ის დამრჩენოდა, რომ როგორმე სხვა დროისთვის გადამედო ეს ლაპარაკი. თუმცა, ჩემზე იქ არაფერი იყო დამოკიდებული, ისევე როგორც გოგოზე, რომელიც ჩემს წინ იჯდა და თავს არაფრის დიდებით არ სწევდა მაღლა. ხმა არ ამომიღია. ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ აწვალებდა ის თითებით კაბის ბოლოს. რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ მომიბრუნდა და მკითხა:
-ყავა გინდა?
-არა! ვუპასუხე მე.
გამახსენდა ძალიან სასაცილო ამბავი, რომელიც ჩემმა მეგობარმა მომიყვა, რომელიც აჭარაში მოხდა. ოჯახის წევრები სარძლოს ოჯახს ესტუმრნენ “დასალაპარაკებლად”. როცა სახლში შევიდნენ გოგოს დედამ იკითხა, სასიძო რომელიაო. მათ უპასუხეს, სასიძო ვერ მოვიდაო. კი მაგრამ რათაო, იკითხეს ისევ გოგოსიანებმა. მანქანაში ადგილი აღარ იყოო, უპასუხეს მათ.”.
სანამ მე ათასი სასაცილო ისტორია მახსენდებოდა, ჩემს წინ ოცდაორი წლის მუტანტი იჯდა.ალბათ ოცნებობდა, როდის გავუკეთებდი ფართუკს და მთელი ცხოვრება მის ხარჩოს სუნით გაჟღენთილ თმებს ვიყნოსავდი.
რა გინდა რო ქნა? აქ გოგოსთან სახლში სტუმრობა მისი გაჟიმვის ტოლფასია. ამის მერე სოფელი მაქსიმუმ ორ თვეს გაცდის და მერე უკვე იწყებენ საუბარს იმაზე, რომ ბ-ნი გ.-ს სანაქებო ქალიშვილი მთხოვნელებმა დაიწუნეს.
-ნეტავ რატო?
-ეტყობა მიზეზი ქონდათ, თორე უმიეზოდ ხომ არ დაიწუნებდნენ?!
-მიდი გააფრთხილე ბიჭები, თუ ვინმეს თვალი ეჭირა მაგ გოგოზე, ახლოს აღარ გაეკარონ.
ცოტა ხანში მშობლები სახლში შემობრუნდნენ, მათთან ერთად ჩემი ნათესავიც. სუფრას შემოუსხდნენ და ჭიქებში ღვინო ჩამოასხეს. ყველამ იგრძნო, რომ ქალიშვილი უხასიათოდ იყო. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი მომავალი შვილების სახელებზე არ ჩამოვუგდე საუბარი. ერთი სიტყვით, სიტუაცია მაგრად ჩაიხუთა. ბატონმა გ.-მ თვალებით რაღაც ანიშნა თავის “მზეთუნახავს”, ისიც მაშინვე ადგა და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში(რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ) ფანდურით ხელში დაბრუნდა, დაჯდა და დაიწყო სიმღერა. ძალიან დავიბენი. ვეღარ ვხვდებოდი რომელი ჩევენგანი უფრო ცუდ პონტში იყო. ვეღარ ვხვდებოდი ვინ იყო მსხვერპლი სინამდვილეში.
მე ძალიან მინდოდა ყველასთვის ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ეს როგორ უნდა გამეკეთებიანა.
“ბატანო გ. მე არ მინდა ცოლი, რომელიც ფანდურზე უკრავს. არ მინდა თუნდაც იმიტომ, რომ ის მინიმუმ ოთხმოც კილოს იწონის, მაშინ როცა მე ორმოცდათორმეტს არასდროს ავცდენილვარ. შეგიძლიათ მიწოდოთ ვირი, თავხედი, ხისთავიანი, მაგრამ მე ვერ დავქორწინდები თქვენს ქალიშვილზე, თუნდაც იმიტომ, რომ ოცდაორი წლის ასაკში, ის უკვე დედეკაცივით წელზე ხელებშემოდებული დადის. დიდი მადლობა შესანიშნავი ღვინო იყო.”
რა უნდა ავუხსნა ბატონ გ.-ს, რომელსაც ზუსტად ისეთი გარეგნობა აქვს, როგორითაც ბავშვობაში მაშინებდნენ ხოლმე. ზუსტად ეგეთ ტიპებზე მეუბნებოდა ხოლმე დედაჩემი, ჭამე ფია თორე იმ ძიას მუცელში ამუნია ჰყავს, ამოძვრება და შეგჭამსო. ახლა ეგეთ ძიასთან გაცილებით რეალური პრობლემა მქონდა. მე მისი შვილი არ მინდოდა ცოლად და საერთოდ ჩემი იდეა არ იყო მთელი ეს ამბავი. ჩემი ნათესავების აზრით ოცდაშვიდი წლის ასაკში აუცილებლად მენდომებოდა ცოლი, მე კიდევ ალბათ მორცხვი ვიქნებოდი და მათი დახმარება დამჭირდებოდა. თან სასურველი იქნებოდა თუ პატიოსანი სოფლელი გოგო შემხვდებოდა.
ამასობაში ისე დავთვერი, შემომთავაზეს ლოგინს გაგიშლით და მოისვენეო. ამ დროს მობილურმა დამირეკა.
-ალო!
-ნინო ვარ და რაღაც მინდა გითხრა.
-მითხარი, ვეუბნები მე.
-შეგიძლია აღარ ინერვიულო, აბორტი გავიკეთე.
ამბობს ის და ტელეფონს თიშავს. გარშემო ვიხედები. ყველაფერი გასაგებია. მათ ესმოდათ ნინოს სიტყვები. სახეები ხელებში აქვთ ჩარგული. შეიძლება იფიქრო, რომ ტირიან. თუმცა არ ტირიან. მე ვდგები და ვამბობ: “უკაცრავად, ტუალეტში გავალ.” ოთახის კარს ვაღებ და გრილი ნიავი მეცემა სახეში, რის შემდეგაც აღარაფერი მახსოვს.
მეორე დღეს ჩემმა ნათესავებმა. თავისი “კოლხოზნიკით” (რომელსაც ოპელის სიდენიები აქვს) ავტოსადგურში მიმიყვანეს. მათ გამომატანეს ყველი, რძე, კარტოფილი, კვერცხი, ტყემლის საწებელი,ხახვი და კიდევ ვინ იცის რა.
წამოსვლისას მე დავპირდი, რომ აუცილებლად ჩავიდოდი კიდევ მათთან და უფრო მეტ ხანს დავრჩებოდი. დავემშვიდობე და “მარშუტკაში” ავედი.

11 responses to this post.

  1. ცოტა არ იყოს შეურაცმყოფელია ამის დაბეჭდვა. რბილად რომ ვთქვა, ზედაპირული და ქედმაღლური ტექსტია 52 კილოიანი 27 წლის პოეტისათვის. მე ასე მომეჩვენა და რა ვიცი

    Reply

    • სამწუხაროდ ეს რეალობაა, რომელსაც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში წააწყდება კაცი და აბსოლუტურად არ არის შეურაცხმყოფელი ამის დაბეჭდვა.
      შეურაცხმყოფელია ზოგადად ასეთი ფაქტის არსებობა, დაშვება. დასანანია, მაგრამ საშუალო სტატისტიკური ქართველი მიჩვეულია შვილის, დის, ბიძაშვილის, მაზლის შვილისა და მეზობლის ცხოვრების მართვას.
      მამის თვალების დაბრიალება ზრდასრული გოგოსთვის ფანდურზე დაკვრას რომ ნიშნავს სასაცილოცაა და საწყენიც.
      ბევრი მიზეზი აქვს ამას და უმთავრესი შინაგანი თავისუფლების არქონაა.

      Reply

  2. Posted by koshka on October 14, 2009 at 11:51 am

    შეურაცხმყოფელი ვისთვის?

    ჩამომოითვალე შენი საყვარელი პოეტები და დამისახელე, რომელი მათგანი არ იყო ქედმაღალი.
    თავმდაბალი და კონფორმისტი პოეტებით, რომ აივსო ქვეყანა იმიტომ მიდის კარგად ქართული ლიტერატურის საქმე…

    Reply

  3. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს ხომ?! პირადად ჩემთვის ეს მიზეზები უფრო საინტერესოა, ვიდრე მთელს იმ სიტუაციაზე ქირქილი.
    ქართულ ლიტერატურას მარტო ქედმაღლობა რომ შველოდეს, გავბრწყინვებულვართ მაშინ 🙂

    Reply

  4. Posted by koshka on October 15, 2009 at 10:46 pm

    mesmis magram, Tu mizezebi gainteresebs mkiTxvels SegiZlia sxva ganyofilebaSi naxo sxva tipis statiebi igive jurnalSi, sadac mxolod analitikaa. es Cemi rubrikaa feletonis ganyofilebaSi, rac iZleva aseTi werilebis gamoqveynebis saSualebas.

    mTeli janrebi arsebobs sadac teqsti mTlianad qilikze da cinizmzea agebuli, magaliTad satira, waikiTxeT don kixoti kidev erTxel, qilikia Tavidan bolomde orive tomi. masac igives etyodiT?
    an hanter tompsoni romelmac Tavisi gonzoTi revolucia moaxdina jurnalistikaSi. es Txrobaa da rasac Tqven qiliks eZaxiT eg maneraa ubralod da meti araferi. Tu gaRizianebT nu waikiTXavT. ravici..

    Reply

  5. Posted by koshka on October 15, 2009 at 11:08 pm

    gamosavali, rom araa mec magas vambob, arc qedmaRloba da arc Tavmdabloba, ubralod aseTi kuTxiT ar unda ganixilo arc avtori da arc teqsti. araswori damokidebulebaa.

    Reply

  6. “თუ გაღიზიანებს ნუ წაიკითხავთ” – ცუდი რეკომენდაციაა. რომ მაინტერესებს იმიტომ ვკითხულობ. არც ფელეტონების საწინააღმდეგო მაქვს რამე, სულ პირიქით.
    შეურაცმყოფელია როცა ავტორი ამბობს, “ასეთ გოგოს ჭურჭლის მრეცხავადაც არ დავიქირავებდიო”… ეგ რაღაც განსაკუთრებით დამამახსოვრდა 😀
    კი, ეს რეალობაა, სასაცილოც და ტრაგიკულიც, მაგრამ რა ვქნა, “ზემოდან” და საკუთარი უპირატესობის შეგრძნებით დაწერილად მომეჩვენა ეს ტექსტი, ამიტომაც კი არ გამეცინა, გული დამწყდა.

    და ქართულად დაწერეთ რა გამოხმაურებები, არ იკითხება ლათინური ასოებით წესიერად.

    Reply

  7. Posted by darejani on October 19, 2009 at 5:04 pm

    ისეთი ნაწარმოებია, მე პირადად მთავარი გმირისადმი, რომელიც 27 წლისაა და რანაც 52 კგ–ს იწონის და ეს თავის მტავარ ღირსებად თუ არა, ერთ ერთ უპირატესობად მაინც მიაჩნია, მთლად სიმპათიიდ ვერ განვეწყვე….
    ალბათ ავტორსაც უარყოფითი პერსონაჟის წარმოჩენა სურდა….

    საკმაოდ მნიშვნელოვანია მისი უარყოფითობის ხაზგასასმელად რომ ნინო, რომელიც მობილურზე ურეკავს აცნობებს , რომ აბორტი გაიკეთა…

    Reply

  8. Posted by Lalena on November 10, 2009 at 5:22 pm

    გარიგება კახურად თუ გარიგება შვედურად…გარიგება სასიყვარულო საქმეში ყველანაირ კულტურაში ამაზრზენია, ჩემი აზრით…ამასწინათ გარიგების აუცილებლობაში დარწმუნებულ ბებიაჩემს იმდენი ვეჩხუბე, რომ მგონი თავი მოვაძულე..რას იზამ, ძველებს, ჩვენთვის სიკეთის მსურველთ იმდენი “ბედნიერი” წყვილი უნახავთ, გარიგებით “დაჯახებულები”, რომ რას გადავარწმუნებ მე, ცხვირმოუხოცავი ღლაპი, რომელსაც მჯერა, რომ თუ სიყვარული გინდა, თუ ცოლი/ქმარი გინდა, ამისათვის სხვების მარჯვე ხელები ყველაზე ნაკლებ გჭირდება..

    Reply

  9. Posted by karlo on December 3, 2009 at 7:38 pm

    ე, ბიჭო ბედი გაგეხსნა და ბარემ მოგეყვანა ის გოგო ცოლად!

    Reply

Leave a comment