ადამიანებო, მოითხოვეთ!

რამდენიმე კვირის წინ, ჩემს ერთ კარგ ნაცნობს და ჩვენი ჟურნალის ავტორს, ირა ჭელიძეს შევხვდი… ბათუმიდან აღშფოთებული ჩამოვიდა…ამირანის ლიტერატურულ კაფეში შევხვდით ერთმანეთს და იმდენი ვილაპარაკეთ, რომ მთელი ერთი კოლოფი სიგარეტი ჩავცალე, საფერფლე გადავავსე და ნერვულად ვიყურებოდი აქეთ-იქით. ირამ თქვა, რომ თქვა, რომ ერი კვდება.
ის, რომ ჩვენ მარტო გართობის პარანოიკული სურვილით ვართ შეპრყობილი, ის რომ ყველაზე მეტად იუმორისტული სერიალები და გადაცემები გვიყვარს, ის,  რომ ქართული კინო ერთ დიდ მარაზმად გადაიქცა და უსასრულო და უკბილო ხუმრობებით გაძეძგილი ფილმებით შოულობს ფულს ამირანი და რუსთაველი, ის რომ ყველაზე პოპულარული რადიო არ დაიდარდოა, სადაც ყოველ დღე ქეიფისკენ, დროსტარებისკენ, გაუმარჯოს-გაგიმარჯოსკენ მოგიწოდებენ და სადაც სუპერ ჰიტებია დალიე და გაგიქრება დარდები, ჭირიმე, შენი ჭირიმე, გენაცვალე თითებში და ლალები დივლიდალალები.
ჩემი მარტივი დაკვირვებით, საქართველო როგორც მინიმუმ 50 წლით უკან არის თუ  თავს ამერიკას შევადარებთ. არადა მათ არც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ და არც რუსთაველი ჰყავთ. სამაგიეროდ ჰყავთ ფოლკნერი, ჩაკ პალანიკი, ალენ გინზბერგი, უიტმენი, კერუაკი, ჯოპლინი ჰყავთ და ჰენდრიქსი და ლუი და ელა და ჰარვი მილკი და მარტინ ლუტერ კინგი. როცა ამერიკა თავისუფალ სიყვარულზე იწყებდა ლაპარაკს, საქართველოში სექსი არ არსებობდა. ვიცი, როგორ არ ვიცი ახლა რასაც მეტყვით, მეც გეთანხმებით, საბჭოთა კავშირმა 70 წლით  ერთ ადგილას  გაგვაჩერა, მაგრამ ახლა ხომ არაფერი გვიშლის ხელს, ახლა ხომ ვართ თავისუფლები და დამოუკიდებლები, ახლა ხომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ,ახალ თაობას, სულ სხვა ცხოვრება გვინდა, რომ ჩვენ გვინდა გვქოდეს არჩევანის თავისუფლება, რომ ჩვენ გვინდა თავად გადავწყვიტოთ რა არის ჩვენთვის ღირებული და ფასეული. მაგრამ არა! იმის ნაცვლად, რომ ახალი შევქმნათ, ჩვენ ისევ ხალხურ სიმღერებს ვმღერით. არა, არ გეგონოთ, რომ მე არ მომწონს ჩაკრულო, არ მომწონს შენ ხარ ვენახი და წინწყარო, მაგრამ ასეც არ შეიძლება, არ შეიძლება 15 წლის ბიჭს ან გოგოს უყვარდეს და გიჟდებოდეს იმაზე, რაზეც კაიფობს მისი ბაბუა ან ბაბუის ბაბუა, უბრალოდ არალოგიკურია. ეს უკვე ნაადრევი სიბერის ნიშანია, ერის სიბერის, რომელიც ვეღარ და ვეღარ გამოვიდა დიადი წარსულის და ფესვების და ნიჭიერების სინდრომიდან.
ბევრი რომ გავაგრძელო ირას სტატიას, ერის სიკვდილის სიმპტომების შესახებ ტელეგრაფის მესამე ნომერში იხილავთ, მანამდე კი  რა გითხრათ? გააპროტესტეთ ყველაფერი, რაც არ მოგწონთ, რაც გაღიზიანებთ, თქვით ის რაც გინდათ და მოითხოვეთ! მოითხოვეთ და მიიღებთ.
მოითხოვეთ თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის უფლება, მოითხოვეთ თავისუფალი მედია, გააპროტესტეთ პირველი არხი და იმედი და რუსთავი და გამორთეთ ტელევიზორები და შეაბრუნეთ ისინი ქუჩის მხარეს, ან საერთოდ გადაყარეთ ფანჯრებიდან,სახალხოდ დაყარეთ ძირს ყველა გაზეთი, რომელიც გატყუებთ, ჩაახშეთ რადიო, რომელიც გაბოლებთ, გათიშეთ, ყველაფერი გათიშეთ და მოითხოვეთ, ახალი და ნამდვილი, გულწრფელი და ჯანსაღი, თქვენი მოითხოვეთ, თქვენი თაობის, ჩვენი თაობის იდეალებით მოითხოვეთ.
მოითხოვეთ თანასწორუფლებიანობა, მოითხოვეთ რომ მიგიღონ ისეთი, როგორიც ხართ, ჰომოსექსუალი თუ ბუდისტი, სომეხი თუ ქურთი, ჩინელი თუ კორეელი, ემო თუ პანკი…მოითხოვეთ და მიიღებთ.

10 responses to this post.

  1. Posted by guramnavrozashvili on October 10, 2009 at 9:09 pm

    მოკლედ, რა ვიცით ეს უკიდურესობებებები ამ ქართველებმა რაჰ.. : D

    რა შუაშია ხალხური შემოქმედების სიყვარული თანამედროვეობასთან?!
    მართლა არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას, სანამ ასეთი მოწოდებები და შედარებები იარსებებს ჩვენ აზროვნებაში.

    ანუ ხალხური სიმღერებისთვის ცალკე “ფლეილისთი” რომ მაქვს, ჩამოვრჩი ცხოვრებას, ხომ?

    15 წლის გოგოც და ბიჭიც საკუთარ კულტურაზე უნდა ჩამოყალიბდეს. და მერე დააშენოს ზედ ის, რაც უნდა.
    ასე ვითარდება საზოგადოება და არა საკუთარი კულტურის უარყოფით და მისი სხვა კულტურით ჩანაცვლებით.

    ასეა ეს. : D

    Reply

  2. Posted by anana on October 10, 2009 at 10:46 pm

    ar vetanxmebi gurams, aranairad.
    etyoba ragac ver gaige.
    piriqit, rac ufro meti statia daicereba am problemaze , shesabamisad shedegi ufro adekvaturi iqneba. chemi azrit. qartul kulturaze agsdga da ragac sirobebi ar vici me, adamians unda hqondes ufleba archevanis icxovros ise rogorc unda. pativiscemit anana

    Reply

  3. Posted by levani on October 10, 2009 at 10:49 pm

    ერთში ვეთანხმები გურამს, რომ ქართველებს უყვართ უკიდურესობები, რაც იმაში გამოიხატება რომ მხოლოდ ორი კატეგორიის ხალხს ხვდები ამ დებილ ქვეყანაში ერთნი, ვინც საკრალიზებას უკეთებენ ამ ქართული ფსევდო კულტურას და მეორენი, ვინც მის მარგინალიზაციას ახდენენ(რაღაც პონტში მეც ალბათ მათ კატეგორიაში გავდივარ) ეს ნიშნავს საღი აზრის ტოტალურ და უპრეცედენტო დეფიციტს, რომელიც ისევე ხელოვნურადაა შექმნილ-გამოწვეული როგორც ყველა სხვა ტიპის დეფიციტი ამ სამყაროში.

    მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია, მაშინ როცა თხუთმეტი წლის მნძრეველი ბავშვი მამამისის ტექსტით გელაპარაკება ეგ უკვე შიზოა.. მე ვიცნობ მაგ ასაკის ბავშვებს რომლებიც ითხოვენ რომ საქარტველოში იყოს ქალიშვილობის ინსტიტიუტი. ეს არის წარმოუდგენლად ყალბი და თავხდეი საქციელი მათი მხრიდან რადგან მეც ვიყავი მაგ ასაკის და კარგად მახსოვს რაზე ვფიქრობდი და რა ტიპის სიზმრებს ვხედავდი..

    რაც შეეხება ქართულ კულტურას , გურამ სჰენ მარტლა ფიქრობ, რომ არდაიდარდოს რეპერტუარი რამენაირ კავსჰირშია მასთან? მე ფოლკლორისტი ვარ პროფესიით და გეტყვი, რომ ის რასაც დგეს გვატენიან კულტურად ნაგავია და მაკულატურაა.

    ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც 15 წლის ბავშვები იმის მაგივრად რომ შატალოზე იარონ, მამის მიერ აკრზალული წიგნები იკითხონ, ქონდეთ პროტესტი ყველაფრის მიმართ და ანზრიონ დილიდან სათამომდე, შეიღებონ თმები და ა.შ.. ზიან და წინ წყაროს სოლოს ამუღამებენ. ეს კატასტროფაა. ეს არის ჩახშობილი სექსუალური სურვილების პრობლემა, რომელსაც ერი მიყავს ასეთ კოლაფსამდე და დაბნეულობამდე..
    მივესალმები თუთას წერილს, ძალიან დროული და საჭირო ტექსტია..

    პატივისცემიტ კოსჰკა.

    Reply

  4. Posted by buba on October 11, 2009 at 1:28 am

    ეს თემა უკვე იყო, და თითქმის ასეთივე ვორდინგით, გვახარიას “წითელ ზონაში”.
    რატომ არის, რომ 15 წლის შვილები იმას მღერიან და უსმენენ, რაც მათ მამებს და მამის ძმაკაცებს მოწონთ, და რაც, თავის მხრივ, მათაც ასევე მამებისგან ერგოთ რაღაც დოგმის სახით?…
    IMHO იმიტომ, რომ განსხვავებულობა ზოგადად ჩვენში სიცუდედ ითვლება.
    ჩემს ბავშვობაში ყველას “ჯექსონები” ეცვა, და ვისაც არ ეცვა – ბანძი იყო. ბევრი არაფერი შეცვლილა. ყველა ფენას თავისი სტანდარტი აქვს – ან ნატო გელაშვილი უნდა მოგწონდეს, ან კეიტ ჯარეტი. გააჩნია, რომელ უბანში ცხოვრობ და რომელ სკოლაში დადიხარ.
    წამხედურობა ეროვნულ თვისებად გვექცა.
    მსოფლიო იმდენად დიდი და საინტერესოა, რომ ის ვერც ერთი, თუნდაც სუპერ-თავისუფალი ტელევიზიის ან რადიოს ეთერში ვერ ჩაეტევა. ამიტომ მედიაში საკუთარი შეზღუდულობის მიზეზის ძიება არ მეჩვენება სწორად.
    ყოვლეთვის არის გამოსავალი. მაგალითად, ინტერნეტი. ის ყველასთვის ღია და უფასოა. მაგრამ ქართველები ამ უკიდეგანი სივრცეშიც იმას უყურებენ, რაც უკვე 1000-ჯერ აქვთ ნანახი.
    მთელი ჩვენი კულტურა და “ეროვნული სიამაყე” ძველის ხოტბაზეა აგებული, და არა ახლის შეცნობაზე ან შექმნაზე. ასეთი ერი ვართ.
    როგორც იტყვიან, შეიძლება ციხეშიც იყო თავისუფალი, და შეიძლება, გარეთ მონურად იცხოვრო.
    მე არ დაველოდებოდი, როდის შეისმენს ვინმე “იქ, ზევით” ჩვენს მოთხოვნებს, როდის გათავისუფლდება ჩვენი მედია, როდის გაჩნდება მასში სივრცე ახლისთვის… სიცოცხლე ზედმეტად მოკლეა, და ვისაც უნდა რომ თავს უშველოს, უნდა უშველოს თავისივე ძალებით.

    Reply

  5. Posted by koshka on October 11, 2009 at 4:10 pm

    arseboben adamianebi, romlebsac ar SeuZliaT informaciis miReba da damuSaveba, radgan maT amis wina piroba ar gaaCniaT, isini zustad mediam aqcia aseT ufunqcio da gamtar erTeulebad. maT ginda interneti mieci da rac ginda is gaukeTe. imas vgulisxmob, rom roca magdens xvdebi rac xdeba da sadamdec midis qveyana ar SeiZleba gulgrilad uyuro am situacias. ase rom ecxovraT Tavis droze zogierTebs da xma ar amoeRoT gacilebiT ukan viqnebodiT Cvenc da dasavlurisamyaroc vidre varT. amitom yvelaze didi problema isaa, rom isic ki vinc rames xvdeba pasiuria. me gijs meZaxian da ravi ras agar imitom, ropm yvelgan vatrakeb sadac ar unda movxvde, sakuTari saxlidan dawyebuli tele gadacemebiT damTavrebuli. tumca mkidia ras meZaxian mirCevnia mkvdari viyo vidre cocxali da pasiuri…

    adamianebo moiTxoveT. Tqven monebaD da idiotebad ar dabadebulxarT. Tqven aseTebad gagakeTes Zalian Wkvianma nabiWvrebma, romlebdsac awyobT es nexvi romelSic vcxovrobT. Cven xom yvelafris ufleba wgvarTves.

    es aris xalxi vinc mogviwyo samoqalaqop omi da gayida afxazeTi da chven gavizardeT dacxriluli Senobebis qalqSi sadac ezoSi mTeli samezoblo vxarSavdiT lobios did qvabSi da vayoplebdit gamxmar purs..

    da dges isini Cven gvixmoben omSi da Tviton imalebian, rogorc didi SoTa gagarini ityoda es omi aris umoklesi gza Tamadis Wiqamde..

    me ki vityodi, rom mZuls mamaCemis Taoba, am yvelafris gamo. mZuls imitom, rom arasdros Sevxvedrivar maT Soris Tundac erT karg adamians. es aris yvelaze amoraluri da saSiSi seqtanturi dajgufeba romelsac ki uarsebia samyaroSi. yvelaze garyvnilebi sinamdvileSi, Tavis fsevdo moralebiT romelic apkis Temasac ki ar scildeba.

    rogor ar unda agino ar mesmis. rogor unda gjerodes maTi…

    Reply

  6. Posted by koshka on October 11, 2009 at 4:24 pm

    da rac mtavaria, jurnal telegrafs arasdros uTqvams rom is ramis Secvlas apirebs, es araa ambiciuri jurnali. esaa kargi jurnali da meti araferi, kargi imitom, rom araferze ar xuWavs Tvals, aravin mfarvelobs, ar aqvs politikuri zaiobebi, araferi ar unda garda imisa, rom Tqvas..

    xalxs ki aseTi rameebi aRizianebs da es igive xalxia, romlebic parlamentis win darbian sityis Tavisuflebis moTxovniT.

    nu ravi..

    Reply

  7. Posted by guramnavrozashvili on October 12, 2009 at 1:54 am

    ვახ, რა ამბავი მოყოლია ჩემს კომენტარს : ))

    ერთი რაღაც ვთქვი მე მხოლოდ:

    წინწყაროსა და ჩაკრულოს მოსმენა არ ნიშნავს იმას, რომ მსმენელი (მიუხედავად ასაკისა) არის ჩარჩენილი სადღაც და განვითარების შანსი არ აქვს და მსმენელი, რომელიც ლამის დაბადებიდან უსმენს ვთქვათ, რედიოჰედს ან ნებისმიერ სხვა რამეს, არის ერთმნიშვნელოვნად განვითარებული და “პრადვინუტი” ტიპი.
    და არდაიდარდოს და ბაზრობების და “მარშუტკისმძღოლების” რეპერტუარს ნურავინ შეადარებს ქართულ კულტურას.
    არანაირი ფოლკლორისტობა არაა საჭირო ამის დასაგენად. ; )
    კიდევ ერთი:
    საკუთარი ნაციონალური კულტურის სიყვარული თუ ვინმეს დროში აცდენად მიაჩნია, აბა გავქრი მე ამ გვერდიდან..
    და თუ არდაიდარდოსა და ბაზრობების რეპერტუარი იგულისხმება ქართულ კულტურასა და ფოლკლორში, მაშინ სტატიაში “ჩაკრულოსა” და “წინწყაროს” ხსენება ცოტა უადგილოდ მეჩვენება.

    რაც შეეხება იმას, რომ მარაზმია, როცა 15 წლის ბიჭი ჯემალკაცური ენით მელაპარაკება ქართული სუფრის ლაზათზე და ა.შ.
    ამაში სრულიად ვეთანხმები ზემორე გამომსვლელს : D
    მარა ამ აზრის დაფიქსირების საჭიროება ვერ დავინახე, იმიტომ რომ სულ სხვა, ძალიან კონკრეტულ რამეს ვამბობ ჩემს პირველ კომენტარში.

    კეთილი სურვილებით!

    🙂
    პ.ს.
    მარჯვენა ხელის აღმა-დაღმა ქნევას და თმების ღებვას, ნამდვილად ჯობია, რომ ბავშვმა წინწყაროს სოლო ამუღამოს.
    შატალოზე თუ დაამუღამებს ხოლმე, მთლად უკეთესი. ; )))

    Reply

  8. Posted by levani on October 13, 2009 at 12:38 pm

    daviwyot imiT rom chemi komentari ar iyo gamoxmaureba mxolod shen komentarze guram, es iyo komentari tutas werilzec da mag werilSi iyo mag Temaze saubari.

    imaSi ver dageTanxmebi, rom 15 wlis asakSi jobia vinmem winwyaros solo amuRamos vidre anZrios.. magaSi veravis ver daveTanxmebi.

    Reply

  9. Posted by Lalena on November 10, 2009 at 5:40 pm

    მარჯვენა ხელის აღმა-დაღმა ქნევა, თმების ღებვა და ჩაკრულო ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.. პრინციპში, თითქმის ყველა ზემოთხსენებული პრობლემა, ანუ ის,რაზეც სტატიაში იყო საუბარი, იქიდან მოდის, რომ ყველა: მშობლები, მეგობრები, მასწავლებელ-ლექტორ-უბნელ-ავტორიტეტ-მათხოვარ-მღვდლიან-ემინემიანად რაღაცისკენ, რაღაც კონკრეტულისაკენ მოგვიწოდებენ. რაც მათ სწორად,ღირებულად მიაჩნიათ და მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე, ერთხელ მაინც თუ შეგხვდა ადამიანი,ვინც გეტყვის,ან ვისი პირადი მაგალითითაც დაინახავ,რომ მთავარია შენ შენ იყო, ანუ იყო რაღაც ელემენტებისაგან შემდგარი, უნიკალური და არა მოდური კომბინაცია, ძალიან გაგიმართლა:)..
    ისე, მოთხოვნა მოთხოვნად და… ჯერ ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ ისეთი მართალი საქმეები, იმ სფეროში, სადაც ვართ და მერე მე ვფიქრობ, მოთხოვნა ან აღარ იქნება საჭირო, ან უფრო იმოქმედებს…ანუ,იმას ვგულისხმობ, რომ საქმე ისაა,მართლა გვინდა ჩვენ თავისუფალი, ჭკვიანური მედია თუ რაცაა, მართლა გვინდა რამე განსხვავებული?

    Reply

  10. Posted by telegrapi on November 11, 2009 at 8:24 am

    მოთხოვნა უკვე რაღაცის კეთებას ნიშნავს.
    არ არის აუცილებელი მეტრი გახდე. მეტრების ძირითადი ნაწილი ჩვენს ქვეყანაში უკვე ჩამოყალიბებული ბურჟუაა. 🙂

    Reply

Leave a comment