ჩეხებს ღმერთზე მეტად უცხოპლანეტელების არსებობის სჯერათ

ავტორი:  ნატა ასათიანი

კაფე სლავია, ჩეხების, ტურისტების, ვაცლავ ჰაველის და ბევრისთვის საყვარელი ადგილი. დარბაზი, რომელიც ყოველთვის ხალხითაა სავსე.მიმტანები კი, მრავალეროვანი სტუმრების მიუხედავად, მხოლოდ ჩეხურად ლაპარაკობენ. თუ ვერაფერი გააგებინე, შენი ბრალია. “ჩეხეთში ხარ? მაშინ ჩეხურად ილაპარაკე.!”

bildindex2

კაფე სლავია

აქ საოცარი მრავალფეროვნებაა,  მთავარია ჩაეწერო ან ერთ ან მეორე გარემოში. დაწყებული ელექტრონული საცეკვაო მუსიკით და ევროპული სინთპოპით, დასრულებული ჩეხეთში მცხოვრები ამერიკის მოქალაქეების მიერ მოწყობილი ჰელოუინ წვეულებაზე პანკ როკ ჯგუფების კონცერტით, ყველგან შეგიძლია შეიარო, იცეკვო, ხალხი დაათვალიერო და საბოლოოდ, ან კმაყოფილი, ან ძალიან უკმაყოფილო შემდეგი უექენდის მოლოდინში დაბრუნდე სახლში. ერთი სიტყვით მთავარია მიიღო აქაური თავისუფალი გარემო.  უნდა გამოვტყდე, რომ ამ გარემოში ყველაზე სევდიანი ქართველი სტუდენტების ჯგუფი იყო, რომლებიც პარასკევობით მილქ-შეიკს არ სვამდნენ, რადგან მარხულობდნენ და ასეთი მარხულები ხან sex shop-ებში და ხან გეი და ლესბოსელი საზოგადოების წვეულებებზე ამოყოფდნენ ხოლმე თავს.
ქართველების მარხვას გაგებით მხოლოდ რუსი და უკრაინელი სტუდენტები უდგებოდნენ. ჩეხებს ეს არ ესმოდათ, ხშირად გაიგებთ ჩეხი სტუდენტის ასეთ დამოკიდებულებას: ჩეხებს ღმერთზე მეტად, უცხოპლანეტელების არსებობის გვჯერაო. არ ვიცი რამდენად კარგია რელიგიისადმი ამგვარი დამოკიდებულება, მაგრამ იმაში მაინც იქნებით დარწმუნებული, რომ იქ ჟურნალი PLAYBOY არასდროს დაიხურება და საინტერესო კოსტიუმში გამოწყობილი ჰელოუინზეც უშიშრად მიხვალთ.

სრული ვერსია ჟურნალ ტელეგრაფში

Advertisements

2 responses to this post.

  1. უცხოპლანეტელები კარგები არიან

    Reply

  2. natac kargi gogoa 🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: